www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ნოვა ფოსტა
გამოქვეყნდა: 8 აგვისტო / განცხადების ვადა: 8 სექტემბერი

"ნოვა ფოსტა" წარმოადგენს სს ნოვა ფოსტა ჯგუფის "ნოვა ფოშტა უკრაინა"-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. "ნოვა ფოშტა უკრაინა" 2001 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს უკრაინაში. ამჟამად მის პორტფელში 12 მილიონზე მეტი კლიენტი ირიცხება და ყოველწლიურად უზრუნველყოფს 200 მილიონამდე ამანათის გადაზიდვას.

შპს "ნოვა ფოსტა" წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს ექსპრეს გადაზიდვების ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს და უზრუნველყოფს მომხმარებლებზე და ხარისხზე ორიენტირებულ სერვისს. "ნოვა ფოსტა" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

შპს "ნოვა ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტის თანამდებობაზე, თბილისის ფილიალისათვის.

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა (კომუნიკაციის დონეზე);
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ტრანსპორტის მართვის უწყვეტი, ეფექტური და რენტაბელური სისტემის ორგანიზება;
** მარშრუტიზაციის და დისპეტჩერიზაციის ორგანიზება კომპანიაში;
** გადაზიდვების ოპტიმალური ღირებულების უზრუნველყოფა კომპანიაში;
** კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება, განრიგის და გეოგრაფიული მდებარეობის თანახმად,
** კურიერებისა და დაქირავებული ტრანსპორტის მიერ მომსახურების სტანდარტებისა და პროცედურების შესრულების უზრუნველყოფა (კომპანიის დოკუმენტბრუნვის მიხედვით);
** სატრანსპორტო გადამზიდველების მოძიება;
** საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომპანიის ინფრასტრუქტურის განვითარება
** დაქირავებული ავტოპარკის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა, მიღებული შეკვეთებისა და დასახული ამოცანების მიხედვით.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით (ფ/ს აუცილებელი პირობა) შემდეგ მისამართზე: gvantsa.norakidze@np-int.com. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |