www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეზერვაციების მენეჯერი
მომწოდებელი: Hotel Hub
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

"Hotel Hub" არის სასტუმროების ონლაინ ჯავშნების პლატფორმა. სრულიად ინოვაციური პროექტი ქართული ტურიზმის, კერძოდ კი ჰოსფითალითი ინდუსტრიაში;

"Hotel Hub"მოიცავს რამდენიმე ასეულ კორპორატიულ პარტნიორს 15+ ქვეყანაში და 100+ სასტუმროს ჯავშნების სისტემაში;

ჩვენი ფილოსოფია მარტივია - ჩვენ გვიყვარს საკუთარი საქმე. ჩვენ ვთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტსა და სიმყუდროვეს ჩვენს სტუმრებს.

ვაკანტური პოზიცია: რეზერვაციების მენეჯერი

სამუშაოს აღწერილობა:

** სასტუმროებისა ჯავშნების მართვა;
** ჯავშნებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და კოორდინაცია როგორც სასტუმროებთან და სხვა ობიექტებთან, ასევე პარტნიორ კომპანიებთან;

ვის ვეძებთ ჩვენ:

** უმაღლესი განათლება;
** ტურისტულ კომპანიაში რესერვაციების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** აქტიური, კომუნიკაციის კარგი უნარით;
** მოწესრიგებული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე;

პირობები:

** თანამდებობრივი სარგო: 800-1000 ლარი (ხელზე ასაღები);
** სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა და ულიმიტო სატელეკომუნიკაციო პაკეტი;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში გამოცდილების მიღების პერსპექტივას;
** სასიამოვნო და მყურდო სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას, ინტერესების შესაბამისად;
** სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, გუნდის შეკავშირების მიზნით;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hotelhub.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ინტერვიუები დაიგეგმება მიღებული რეზიუმეების საფუძველზე შერჩეულ აპლიკანტებთან.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |