www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კინგსი საქართველო
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

თუ ჯერ 25 წლისაც არ ხარ და 10 წლიან სამუშაო გამოცდილებას გთხოვენ, თუ შენი შესაძლებლობების გამოჩენის საშუალება არ გეძლევა, მაშინ ყურადღებით წაიკითხე ჩვენ მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციის შესახებ ინფორმაცია.

"კინგსი" საერთაშორისო საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2012 წელს დაარსდა და თავდაპირველად საგნობრივ ოლიმპიადებს უწევდა ორგანიზებას. 3 წელიწადში კინგსის აქტივობების მასშტაბმა ასი ათას (100, 000) მოსწავლეს გადააჭარბა საქართველოში. 2015 წლიდან კინგსი საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა (2015 წ. - ესტონეთი, 2016 წ. - ლიტვა, 2017 წ. - პოლონეთი). დღეს "კინგსი" 10-ზე მეტ საგანმანათლებლო პროდუქტსა და სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს.

"კინგსი" ეძებს მოტივირებულ, შრომისმოყვარე და კომუნიკაბელურ ადამიანებს და აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში
** საკუთარი თავის გაყიდვის უნარი
** ქართულად გამართული საუბარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა

შერჩეულ კადრებს ექნებათ შესაძლებლობა სწრაფად დაწინაურდნენ უფრო მაღალ პოზიციებზე წარმატებულად მუშაობის შემთხვევაში.

კანდიდატის შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე. დასაქმებულს კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი საგანმანათელბლო ტრენინგებითა და მენტორით, რომელიც მის პროფესიულ განვითარებაზე იზრუნებს.

დასაქმების მსურველებმა გამოგვიგზავნეთ ნახევარ გვერდიანი სამოტივაციო წერილი თქვენ შესახებ თუ რატომ გსურთ აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kings.ge; წერილის თემაში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |