www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალფა
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

"სადაზღვევო კომპანია ალფა" აცხადებს ვაკანსიას აქტუარის პოზიციაზე, არასამედიცინო დაზღვევის დეპარტამენტში .

ძირითადი მოვალეობები:

** გაიდლაინების ოპტიმიზაცია სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე.
** მიმდინარე ზარალების მონიტორინგი და შიდა ტრენდების გამოვლენა-რეპორტინგი.
** ფასების რეკომენდაციების შეთავაზება საცალო პროდუქტების მიმართულებით, ზარალების, შეღავათების და ადმინისტრაციული ხარჯების, ანალიზის საფუძველზე.
** გადაზღვევის ხელშეკრულებების/სხვა მიმწოდებლის ხელშეკრულებების ოპტიმალური გადაწყვეტილებების მოძიება
** მიმდინარე პროცესების განახლება, ავტომატიზაცია ეფექტური ანალიტიკური სტატისტიკის უზრუნველსაყოფად.
** ანდერაიტინგის სამსახურის მიერ მომზადებული სატენდერო კორპორატიული შეთავაზების შემოწმება, მონიტორინგი.
** საჭიროების შემთხვევაში, აქტუარული დახმარების გაწევა სპეციალური პროექტებისთვის.
** რეგულარული რეპორტინგი სატენდერო ანგარიშებზე, გაიდლაინებით გათვალისწინებული პრინციპების შესრულებაზე.
** გადამზღვეველთან ანგარიშსწორების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მათემატიკა); განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება.
** დეტალებზე ორიენტაცია.
** პასუხიმგებლობის უნარი.
** პუნქტუალურობა.
** მიზანსწრაფულობა.
** კომუნიკაბელურობა.
** გუნდურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hralpha@alpha.ge და დანიშნულებაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20.08.2019.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |