www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფრონტ დესკის ოპერატორი
მომწოდებელი: კამექსი
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

საჰაერო გადაზიდვების კომპანია "კამექსი" აცხადებს ფრონტ დესკის ოპერატორის ვაკანსიას გლდანის ოფისის ფილიალში.

სამუშაო გრაფიკი - სრული სამუშაო დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან თავაზიანი და კეთილგანწყობილი ურთიერთობა;
** მომხმარებლის პირად ანგარიშზე არსებული ამანათების გაცემა;
** ტრანსპორტირების თანხის ბალანსზე დასმა;
** ტრანსპორტირების ინვოისების დამზადება იურიდიული პირებისთვის;
** მომხმარებლის ინფორმირება ყველა საჭირო პროცედურის შესახებ;
** მომხმარებლის პრობლემებზე და სხვა საკითხებზე სათანადო რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში
** მომხმარებლის დახმარება ონლაინ შოფინგში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** გამოცდილება ონლაინ შოფინგში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS WORD, MS Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ქართულის სრულყოფილი ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა.
** უპირატესობა მიენიჭებათ ონლაინ შოფინგში გარკვეულ და სერვის + სერთიფიკატის მქონე კანდიდატებს.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კლიენტზე ორიენტირებული
** დეტალების მიმართ დაკვირვებული
** პუნქტუალური და მოწესრიგებული
** კომუნიკაბელური და თავაზიანი
** პრობლემების მოგვარების უნარი
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** სერვის-პლუსი
** წერითი კომუნიკაცია
** სწრაფად შესწავლის და ათვისების უნარი

ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@camex.ge არა უგვიანეს 2019 წლის 15 აგვისტოსი (ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "Front Desk Operator".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |