www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

კომპანია "მეამა" დაარსდა 2016 წელს და წარმოადგენს უმსხვილესს ყავის საწარმოს საქართველოში. ჩვენ ვაწარმოებთ ყავას კაფსულებში, მოხალულ მარცვალს და თურქულად დაფქულ ყავას პაკეტებში. სათაო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე.
კომპანიის მიზანია საქართველოში ყავის მოხმარების შესახებ ცოდნის გაზრდა და ყავის მოხმარების არსებული კულტურის შეცვლა მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების გზით. უმაღლესი ხარისხის ყავის წარმოებით კი, ჩვენ შევძლებთ ყავის მოხმარების კულტურის გაზრდას საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში.

ყავის საწარმო აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით ან დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური და რუსული);

უნარები:

** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული.

ძირითადი მოვალეობები:

** პასუხისმგებელია გაყიდვების და ინიციატივების რეპორტების წარმოებაზე;
** პროდუქციის იერარქიის და კლიენტების კლასიფიკაციის გამართულობაზე;
** პრეზენტაციის მომზადება;
** მონაწილეობის მიღება საოპერაციო პროცესების გამართვაში;
** მონიტორინგი და კონტროლი კლიენტების ბაზის გამართულობაზე;
** დოკუმენტაციის მოწესრიგება, აღრიცხვა და სისწორის კონტროლი;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@meama.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერის თანაშემწე".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |