www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

"დრიმლენდ ოაზისი" წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს.

კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეს და პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსს.

2013 წლიდან, ქართული ბაზრისთვის კურორტის განვითარების სრულიად ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მუდმივი განვითარების პროცესშია და მიჰყვება მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს.

კომპლექსი მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.

"დრიმლენდ ოაზისი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრებითვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** სტუმრებისთვის შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტების და მომზადების პროცესის შესახებ სტუმრების ინფორმირება;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შექმნა;
** სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასტუმროში მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებულობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@dreamland.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |