www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი აუტიზმის სპექტრ. მქონე პირების სპეციალისტებისთვის
მომწოდებელი: Caritas Czech Republic
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

კონკურსი აუტიზმის სპექტრის მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის ტრენინგში "ადრეული დასაწყისი - დენვერის მოდელი" მონაწილეობის მისაღებად

ტრენინგის დასახელება: ადრეული დასაწყისი - დენვერის მოდელი - საბაზისო ონლაინ ტრენინგი
ტრენინგის დასაწყისი: 23 სექტემბერი, 2019
დასრულება: მაქსიმუმ 6 კვირის ვადაში

ტრენინგის ხელშემწყობი ორგანიზაცია:

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროექტებს ჯანდაცვის, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის, სამოქალაქო საზოგადოების და თემის გაძლიერების, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. ჩეხეთის კარიტასი საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს, ხოლო ოფიციალურად 2015 წელს დარეგისტრირდა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ადგილობრივი წარამომადგენლობის სახით.

პროექტის შესახებ:

2015 წლიდან ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური დახმარებით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად ახორციელებს აუტიზმის სპექტრის მქონე პირების მხარდაჭერის პროექტებს. ახალი პროექტი "საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის განკუთვნილი სერვისების გაუმჯობესება და გაფართოება" დაიწყო 2019 წლის ივნისში. პროექტი მიზნად ისახავს აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის განკუთვნილი დიაგნოსტიკური, თერაპიული და სოციალური სერვისების გაუმჯობესებას და ქართველი სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. პროექტი შეიქმნა და ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში. მიმდინარე პროექტის მიხედვით სამინისტრომ მოითხოვა აუტიზმის სპექტრის მქონე პირებთან სამუშაოდ გამოყენებული თერაპიული მიდგომების გამრავალფეროვნება. აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის სერვისების მიწოდებაში ჩართულ პროფესიონალებთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა "ადრეული დასაწყისი - დენვერის მოდელი" (ESDM), რომელიც არის ურთიერთობაზე დაფუძნებული ინტერვენცია და ავითარებს ბავშვების სოციალურ-ემოციურ, კოგნიტიურ და მეტყველების უნარებს.

საბაზისო ონლაინ ტრენინგი:

ESDM ტრენინგ პროგრამის ავტორებმა სულ ახლახანს შექმნეს ადრეული დასაწყისი - დენვერის მოდელის საბაზისო ტრენინგის ონლაინ ვერსია კალიფორნიის უნივერსიტეტი - დევისის გაფართოების პროგრამასთან თანამშრომლობით. ონლაინ-პროგრამა ასახავს აუტიზმის სფეროში კვლევის ახალ მიღწევებს, ხოლო ტრენინგის მონაწილეს მის მიერ შერჩეული ტემპი საშუალებას აძლევს კურსი დაასრულოს მაქსიმუმ 6 კვირის განმავლობაში.

ტრენინგის თემებია:

** ბავშვის უნარების განვითარების შეფასების ადმინისტრირება და განხორციელება
** ინდივიდუალური, განვითარების შესაბამისი სწავლების ამოცანების შემუშავება
** ESDM-ის პრაქტიკაში გამოყენება და გამოყენებული ტექნიკის სიზუსტის შეფასება
** მონაცემთა მართვის უზრუნველყოფა, მათ შორის ბავშვის ცუდი ან არასაკმარისი პროგრესის შემთხვევაშიც.
** მონაწილეები ონლაინ-პროგრამის დაწყებამდე წინასწარ უნდა გაეცნონ სახელმძღვანელოს "ადრეული დასაწყისი - დენვერის მოდელი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის: მეტყველების, სწავლების და ჩართულობის ხელშეწყობა"- ISBN: 1606236318. ტრენინგის მონაწილეებს მოცემული სახელმძღვანელო მიეწოდება ტრენინგის დაწყებამდე.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში იწვევს ქვეყნის მასშტაბით 10 სპეციალისტს საწყისი ESDM ონლაინ კურსის გასავლელად. ტრენინგის საფასურს დაფარავს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში. მონაწილეები გაეცნობიან მოდელის თეორიულ და ემპირიულ ჩარჩოს, კურიკულუმს და ESDM სწავლების პრინციპებს, განვითარებაზე, ქცევაზე და ურთიერთობაზე დაფუძნებულ ინტერვენციის პროგრამას აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ჩვილებისა და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის 12-48 თვემდე. ის სპეციალისტები, რომლებიც დაასრულებენ საბაზისო კურსს, შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ ჩაღრმავებულ (advanced) ტრენინგში, რომელიც დაგეგმილია 2020 წლის გაზაფხულზე. ტრენინგს ჩაატარებს კალიფორნიის უნივერსიტეტის - დევისი მაინდ ინსტიტუტის სერტიფიცირებული ტრენერი. ტრენინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

შერჩევის კრიტერიუმები:

** მაგისტრის წოდება ფსიქოლოგიაში ან მომიჯნავე სპეციალობაში
** აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება (ადრეული ინტერვენციის ან ქცევითი თერაპიის მოდელით)
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა, რაც დასტურდება ენის სერტიფიკატით ან ცოდნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით

კონკურსში მონაწილეების მსურველებმა, გთხოვთ, წარმოადგინოთ CV და სამოტივაციო წერილი 2019 წლის 31 აგვისტომდე შემდეგ მისამართზე: ccrg.office@gmail.com

ვთხოვთ იმ კანდიდატებს, რომლებიც ვერ პასუხობენ კონკურსის შერჩევის კრიტერიუმებს, არ შემოიტანოთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |