www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების ანალიტიკოსის ასისტენტი
მომწოდებელი: ჯეოსტარი
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

სადისტრიბუციო კომპანია - შპს "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ანალიტიკოსის ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანია "ჯეოსტარი" დაარსდა 1995 წელს და დაარსების დღიდან არის საქართველოს სადისტრიბუციო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია.

შპს "ჯეოსტარი" არის ექსკლუზიური იმპორტიორი და დისტრიბუტორი ისეთი ბრენდების, როგორიც არიან: Bic, Molfix, Molped, Papia, Familia, Bingo, Avedov, Zlato, Bonduelle, Pagani, Pompea, Sisi და ა.შ.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება ფინანსური განხრით;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა, განსაკუთრებით Excel;
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (ან ერთ-ერთის - როგორც წერითი, ისე ზეპირი);
** კანდიდატი უნდა იყოს ორგანიზებული, დაკვირვებული, განვითარებაზე ორიენტირებული;
** კარგი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების დაგეგმვა და მათი განხორციელება;
** უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა (ლოჯისტიკის განხრით);
** ტვირთის ეფექტური მარშრუტით ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციის განბაჟების პროცესის კოორდინაცია, დოკუმენტების სრულყოფისა და სიზუსტის კონტროლი;
** ტვირთების დაზღვევის უზრუნველყოფა;
** შესყიდული საქონლის პროგრამაში ასახვა;
** საწყობში არსებული პროდუქციის ნაშთების და ვადების კონტროლი, რეპორტების წარმოება.
** პროდუქციის ბრუნვის კონტროლი;
** მიმდინარე რაოდენობრივი გეგმა-შესრულებების კონტროლი.

სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00-დან 18:00-მდე).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე და ფოტოსურათი, ელექტრონულ მისამართზე: office-manager@geostar.ge (გთხოვთ, ელფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება)

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |