www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჩემი ოფისი
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

"ჩემი ოფისი" კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებით, ეძებს გუნდის ახალ წევრს გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ქ.თბილისში.

"ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. ესაჭიროება აქტიური პიროვნება HP, Canon, Xerox პროდუქციასთან სამუშაოდ.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს http://myoffice.com.ge/about-our-company-ka/

ანაზღაურება ხდება ფიქსირებულს + ბონუსური სისტემით 600-2500 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების კონსულტირება საოფისე ტექნიკასა და კარტრიჯებთან დაკავშირებით;
** როგორც არსებულ ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება/შენარჩუნება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** შეთავაზებების და პრეზენტაციების მომზადება;
** კომპანიის გასართობ ღონისძიებებზე დასწრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრეზენტაბელური პიროვნება;
** სასურველია მართვის მოწმობა;
** უპირატესობად ჩაითვლება აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სიახლეებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი;
** მიზანდასახულობა;
** რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** პოზიტიური;
** კოლექტივთან მეგობრული.

სამუშაო პირობები:

** შერჩეული კანდიდატები ადგილზე შეისწავლიან გაყიდვების თანამედროვე მიდგომებს;
** დახვდებათ დინამიური სამუშაო გარემო;
** კომპანიის ავტომობილი;
** ულიმიტო სასაუბრო დრო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

თუ თქვენ ხართ მიზანსწრაფული პიროვნება და გსურთ მიაღწიოთ წარმატებას იჩქარეთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@myoffice.com.ge 2019 წლის 09 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება გაყიდვების სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |