www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირების პროგრამა - ბოტანიკოსი
მომწოდებელი: გერგილი
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

შპს "გერგილი" გეგმავს ბოტანიკის მიმართულებით სტაჟიორის აყვანას კომპანიაში სამომავლო დასაქმების პერსპექტივით.

შპს "გერგილი" წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და გარემოზე ზემოქმედების (HSE) მიმართულებით. სერვისები მოიცავს პროექტის დაგეგმვისა და შესრულების შესაბამისი გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადებას, სკრინინგის, სკოპინგისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების (EIA) დოკუმენტების მომზადებას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე მოქმედი სტანდარტების მიხედვით, გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის (EMP) მომზადებას, გარემოს აუდიტის (EA) მომზადებასა და პროექტისთვის საჭირო ნებართვებისა და თანხმობების მოპოვებას.

კომპანიის ექსპერტები თანამშრომლობენ ისეთ საერთაშორისო უწყებებთან როგორიცაა UNDP, TACIS, World Bank, TDA, USAID, ADB და წამყვან საერთასორისო კომპანიებთან BP, SNC -Lavalin, OTC Capital, EnviroSearch International, URS Corporation, Beicip-Franlab, G&F Int, Royal Haskoning და ა.შ.

შპს "გერგილი" ახორციელებს სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებს კომპანიამ ითანამშრომლა ისეთ მნიშვნელოვან კონტრაქტორ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC); Clean Energy Group Georgia (Namakhvani HPP); მესტიაჭალა ჰესი; ევროპული ბანკი რეკონსტრუქციისა და განვითარებისთვის (EBRD) Credit Line Project; საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა; მუნიციპალური განვითარების ფონდი; აზიის განვითარების ბანკი (ADB), Ashtrom International Ltd. და Papenburg/Black Sea Group და ა.შ.

სტაჟირების აღწერა:

** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 - 18:00)
** პოზიციის დასახელება: ბოტანიკოსი
** კონკურსის ტიპი: სტაჟირება
** გამოსაცდელი ვადა: ექვსი თვე
** თანამდებობრივი სარგო: გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, სტაჟირება არაანაზღაურებადია (დასაქმების შემთხვევაში, თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება მოლაპარაკებისა და კანდიდატის უნარების საფუძველზე).
** ადგილების რაოდენობა: ორი
** დასაქმების შესაძლებლობა: გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდგომ სტაჟიორის შესაძლებლობების გათვალისწინებით, შეირჩევა ერთი კანდიდატი
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას III კვ. , VII კორპ., ბინა №13

ფუნქციები:

** საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სკრინინგის, სკოპინგისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
** ბოტანიკური ანგარიშების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტაციის თარგმნა ინგლისურ და ქართულ ენებზე;
** საველე სამუშაოებში მონაწილეობა;
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ხელშეწყობა;
** კორესპონდენციის წარმოება;
** გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ხელმძღვანელის მხრიდან სხვადასხვა დავალებების შესრულება.

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:

** Microsoft Office Word - კარგად
** Microsoft Office Excel - კარგად
** Microsoft Office PowerPoint - კარგად
** Microsoft Office Outlook - კარგად

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით (ბაკალავრი);
** საქართველოს ფლორის ცოდნა;
** სასურველია საქართველოს ხმელეთის ჰაბიტატების კლასიფიკაციის ზოგადი ცოდნა - EUNIS-ის ჰაბიტატების კლასიფიკაციის მიხედვით;
** სასურველია GIS-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** შედეგზე ორიენტაცია, სახელმწიფოს დაწესებულებების, სხვადასხვა ჯგუფებისა და ინდივიდუალური პირების მომსახურებაზე ორიენტაცია, პროფესიული განვითარებისა და გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე hrgergili@gmail.com
** კონკურსის შემდეგ ეტაპზე, დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
** გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება რეზიუმეში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით;
** ინგლისური ენის დონის შემოწმება მოხდება ტესტირების საფუძველზე.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 1 თვის ვადაში.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა
** ტესტირება
** წერითი დავალება
** გასაუბრება

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ვ. ფშაველას III კვ., VII კორპ., ბინა №13
საკონტაქტო ტელეფონი - +995 598 55 70 22
საკონტაქტო პირი - თამარ შაფათავა



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |