www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Holiday Inn Telavi
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

"Hotel Collection International" არის საერთაშორისო სასტუმროების მმართველი კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ესპანეთში, ხოლო რეგიონალური ოფისები კი - საქართველოსა და ნიგერიაში. "Hotel Collection International" წარმატებით ოპერირებს 22 სასტუმროს (3* - 5*) და თანამშრომლობს როგორც წამყვან საერთაშორისო სასტუმროების ქსელებთან - "Hilton", "Intercontinental Hotels", "Wyndham", ასევე, მართავს საუკეთესო დამოუკიდებელ სასტუმროებს.

"Holiday Inn Telavi" - 4* სასტუმრო (თელავი) აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

პირობები:

** ანაზღაურება: 500 ლარი
** დაზღვევა
** საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

აღწერა:

პასუხისმგებლობა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

** იღებს შეკვეთებს და უზრუნველყოფს დროულ მომსახურებას
** აცნობს სტუმრებს ყოველდღიურ სპეციალურ შეთავაზებებს
** სტუმრებისთვის განმარტავს მენიუში არსებულ კერძებს, აღწერს ინგრედიენტებს და მომზადების მეთოდებს
** ამოწმებს სტუმრების კმაყოფილებას და იღებს ზომებს პრობლემის გადასაჭრელად
** სტუმრების საჩივარს ატყობინებს რესტორნის ხელმძღვანელს
** ამზადებს მაგიდებს, აწყობს ჭიქებს, თეფშებს და ა.შ.
** აცილებს სტუმრებს შესაბამის მაგიდამდე
** ამზადებს ანგარიშს (დეტალური/ჯამური)

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ყურადღებიანი/პოზიტიური
** PMS სისტემის ცოდნა სასურველია
** ქართული და ინგლისური ენები - სავალდებულო. დამატებით სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@hi-telavi.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |