www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Holiday Inn Telavi
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

"Hotel Collection International" არის საერთაშორისო სასტუმროების მმართველი კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ესპანეთში, ხოლო რეგიონალური ოფისები კი - საქართველოსა და ნიგერიაში. HCI წარმატებით ოპერირებს 22 სასტუმროს (3* - 5*) და თანამშრომლობს როგორც წამყვან საერთაშორისო სასტუმროების ქსელებთან - "Hilton", "Intercontinental Hotels", "Wyndham", ასევე მართავს საუკეთესო დამოუკიდებელ სასტუმროებს.

"Holiday Inn Telavi" - 4* სასტუმრო (თელავი) აცხადებს ვაკანსიას ბარმენის თანამდებობაზე.

პირობები:

** ანაზღაურება: 500 ლარი.
** დაზღვევა
** საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

აღწერა:

პასუხისმგებლობა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

** ახალი გამორჩეული კოქტეილების შექმნა
** მომხმარებლების მომსახურება და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია
** სტანდარტული საოპერაციო პროცედურების წარმოება
** ღიმილიანი/პოზიტიური მიდგომა
** ჰიგიენური ნორმების დაცვა
** რეცეპტით ხელმძღვანელობა
** მოლარის ფუნქციების შესრულება.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასტუმროს სფეროში
** განათლება F&B მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
** ერთდროულად რამდენიმე დავალების კონტროლის უნარი
** სასიამოვნო/პოზიტიური გარეგნობა
** PMS სისტემის ცოდნა
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა - სავალდებულო. ნებისმიერი სხვა ენის ცოდნა, განსაკუთრებით რუსული ენის, ჩაითვლება უპირატესობად.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@hi-telavi.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |