www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: საქენერგორემონტი
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

ს.ს. "საქენერგორემონტი" (ჰიდროენერგეტიკული სამშენებლო კომპანია 1956 წლიდან) აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზაჰესი, გოჩა ცქიტიშვილის #2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -დან 18:30-მდე.

მოვალეობები:

** ოფისის გამართულად მუშაობის ხელშეწყობა
** ოფისში შემოსული სტუმრების დახვედრა, გადამისამართება
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება
** კომპანიის სახელზე შემოსული წერილების მიღება/გაგზავნა, დაარქივება
** ოფისის უზრუნველყოფა ყველა საჭირო ინვენტარით (საკანცელარიო ნივთები და სხვ.)
** შეხვედრების ორგანიზება, სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის მოგვარება
** თანამშრომელთა ადმინისტრაციული მხარდაჭერა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, Power point) მაღალ დონეზე
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა

უნარები/თვისებები:

** ორგანიზებულობა
** დროის მართვა
** ყურადღება
** პრობლემის გადაჭრა
** სტრესის მართვა
** გუნდურობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@edg.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 9 სექტემბერი 2019 წ.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "საქენერგორემონტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 2 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |