www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომო ექსპერტი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

კომპანია "მეამა" დაარსდა 2016 წელს და წარმოადგენს უმსხვილესს ყავის საწარმოს საქართველოში. ჩვენ ვაწარმოებთ ყავას კაფსულებში, მოხალულ მარცვალს და თურქულად დაფქულ ყავას პაკეტებში. სათაო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე.
კომპანიის მიზანია საქართველოში ყავის მოხმარების შესახებ ცოდნის გაზრდა და ყავის მოხმარების არსებული კულტურის შეცვლა მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების გზით.უმაღლესი ხარისხის ყავის წარმოებით კი, ჩვენ შევძლებთ ყავის მოხმარების კულტურის გაზრდას საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში.

ყავის საწარმო აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების პრომო ექსპერტის პოზიციაზე თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა;
** პრომო ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება. მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება არანაკლებ 1.5 წელი;

უნარები:

** პრეზენტაციის უნარი;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტური მართვა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
** კლიენტების მოზიდვა;
** კომპანიის პროდუქციის წარდგენა/პრეზენტაცია;
** კლიენტისათვის პროდუქციის უპირატესობების გაცნობა და დეგუსტაციის შეთავაზება;
** კომპანიის პროდუქციის ბაზარზე დამკვიდრებაში მონაწილეობა;
** ეფექტური კავშირი სხვა დეპარტამენტებთან გაყიდვების გაზრდის უზრუნველსაყოფად;
** მომხმარებლის გამოკითხვა დეგუსტაციის პროცესში, შესაბამისი ინფორმაციის კითხვარის ფორმატში შეტანა და დამუშავება სპეციალური აპლიკაციის საშუალებით.
** ყავის და ყავის აქსესუარების რეალიზაცია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@meama.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პრომო ექსპერტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |