www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების სამსახურის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

"დრიმლენდ ოაზისი" წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს.

კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეს და პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსს.

2013 წლიდან, ქართული ბაზრისთვის კურორტის განვითარების სრულიად ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მუდმივი განვითარების პროცესშია და მიჰყვება მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს.

კომპლექსი მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.

"დრიმლენდ ოაზისი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სამსახურის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროსა და სასტუმროში არსებული ნომრების სუფთა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფის კონტროლი;
** სასტუმროს ნომრებში არსებული ინვენტარის მოვლა-შენახვის უზრუნველყოფა;
** დასუფთავებისათვის საჭირო საშუალებებისა და აღჭურვილობის ეფექტურად გამოყენების უზრუნველყოფა;
** არსებული სტანდარტების შესაბამისად, სასტუმროს ტერიტორიის დასუფთავების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა დატრენინგება დასუფთავების სტანდარტების ფარგლებში;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა სამუშაოს ჯეროვნად შესრულების მუდმივი კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** დასუფთავებისათვის საჭირო საშუალებების აღრიცხვა, რეზერვის შექმნის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 3 წლიანი;
** სასტუმროში მუშაობის სპეციფიკაციის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მენეჯერული უნარ-ჩვევები
** მოწესრიგებულობა
** ორგანიზებულობა.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@dreamland.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |