www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო ამერი პლაზა
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

თბილისში, კოსტავას 76ა; ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "ამერი პლაზა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, შეკვეთის მიღება და გამასპინძლება;
** სტუმრებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სტუმრის წასვლის შემდგომ, მაგიდის მოწესრიგება პროცედურების შესაბამისად;
** საუზმის ორგანიზება შესაბამის გუნდთან ერთად;
** სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;
** სტანდარტების შესაბამისად, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება;
** ანგარიშსწორების წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური და ენერგიული;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** მაღალი ხარისხის სერვისზე ორიენტირებული.
** ასაკი: 18 - 30 წელი

მუშაობის გრაფიკი: 5 დღე კვირაში

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათით), შემდეგ ელ. მისამართზე: hr@ameriplaza.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მიმტანი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |