www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: მიმინო კავკასიაში
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

შემომყვანი ტურისტული სააგენტო "მიმინო კავკასიაში" ეძებს კანდიდატს ფინანსური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ტურისტული კომპანია "მიმინო კავკასიაში" შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტურისტულ პაკეტებში შემავალი მომსახურებების კალკულაციების წარმოება;
** დაგეგმილი და რეალური ფინანსური სურათის შედარება;
** შიდა კონტროლის პროცესებისა და სახაზინო ოპერაციების განხორციელება;
** ინვოისების შედარება, კონტროლი და ბიუჯეტის ფაილში ასახვა;
** ანალიტიკური რეპორტების წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:,

** სასურველია უმაღლესი განათლება; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით, ასევე პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დელიკატური, ორგანიზებული, მობილიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ანაზღაურება მოლაპარაკებადია - გამოცდილების, უნარებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** საკომუნიკაციო ხარჯები - ულიმიტო;
** სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად (Team Building Activities);
** პროფესიული ზრდა - პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგ კურსები, მოწვეულ ტრენერებთნ ერთად;
** სასიამოვნო და მეგობრული გუნდი და სამუშაო ატმოსფერო;

თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიულ/ენობრივი კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@miminotravel.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე, ჩვენს ოფისში.
მადლობას გიხდით "მიმინო კავკასიაში" არსებული ღია პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |