www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ალერგოლოგი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 23 აგვისტო

"სს ევექსის კლინიკები" აცხადებს ვაკანსიას ალერგოლოგის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: "საბურთალოს პოლიკლინიკა" თბილისი, დავით თავხელიძის ქ. N-1;
სამუშაო გრაფიკი: დღეში 4 საათი, კვირაში სამი დღე;

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** პაციენტის მიღება (როგორც მოზრდილების ასევე ბავშვების), ინტერვიუირება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
** პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა;
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ;
** ქრონიკული შემთხვევების მენეჯმენტი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერთიფიკატი;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23 აგვისტო, 2019

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/alergologi/295

"სს ევექსის კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ევექსის კლინიკებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის კლინიკების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |