www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კარდიოლოგი
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 23 აგვისტო

"სს ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიას კარდიოლოგის პოზიციაზე ქობულეთში.

"სს ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: "ქობულეთის ჰოსპიტალი", ქობულეთი, აბაშიძის 18;
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა, კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** პაციენტის მართვა;
** მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, დადგენილი წესების შესაბამისად;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა სახელმწიფო ლიცენზია კარდიოლოგიის მიმართულებით;
** პრიორიტეტულია აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23 აგვისტო, 2019 წელი.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/kardiologi/272

"სს ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"ევექსის ჰოსპიტლებში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "ევექსის ჰოსპიტლების" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |