www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Beauty Magazine
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

ახალი ინტერნეტ გამოცემა "Beauty Magazine" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

Beauty Magazine ამჟამად მომხმარებელს აწვდის საინტერესო ინფორმაციას როგორც სილამაზესა და ჯანმრთელობაზე, ისე სხვა აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა: მოდა, ტენდენციები, მოგზაურობა, ურთიერთობები, კულინარია, ცნობილები და ა.შ.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია გაყიდვების მიმართულებით; საზოგადოებასთან ურთიერთობა.
** გამოცდილება - აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მედიაში მუშაობის, კერძოდ მედია კონსულტანტისა და გაყიდვების მენეჯერის მიმართულებით. სასურველია ფარმაცევტულ სფეროში ან სილამაზის სფეროში მარკეტინგის განყოფილებაში მუშაობის გამოცდილებაც
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე სავალდებულოა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა.

პიროვნული უნარები:

** ლიდერული თვისებები;
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა; კრეატიულობა;
** სტრატეგიული ხედვა, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა.
ფუნქციები და მოვალეობები:
** კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
** ბაზარზე ინტერნეტ გამოცემის ცნობადობის და მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების სტიმულირებისათვის ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება; ახალი პარტნიორების მოძიება; ივენთებში მონაწილეობა, დაგეგმილ პროექტებში აქტიური ჩართულობა;
** სოციალური ქსელების პოპულარიზაცია; საიტის ადმინისტრირებაში ჩართულობა; მედიასთან კომუნიკაცია;
** ვიზიტები პარტნიორებთან და ურთიერთობა სილამაზის სფეროს ყველა ცნობილ პირთან და მათ წარმომადგენლებთან;
** ინტერნეტ გამოცემის გაცნობის მიზნით სხვადასხვა შეხვედრების/ღონისძიებების ორგანიზება; კომპანიის და ბრენდის ცნობადობის ზრდის უზრუნველყოფა;
** რეგულარული რეპორტინგი ზემდგომ პირებთან მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.

სამუშაო პირობები:

** საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
** გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ კანდიდატს ვთავაზობთ ზრდად ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას;
** სოციალური პაკეტი (კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა).

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები.

კომპანიის და ბრენდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ გვერდს http://www.beautymagazine.ge და ფეისბუქის გვერდს https://www.facebook.com/beautymagazine.ge

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება), მისამართზე: newsroom@beautymagazine.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |