www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო ზარალების მართვის ანალიტიკოსი - სტომატოლოგია
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 23 აგვისტო

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების მართვის ანალიტიკოსის პოზიციაზე, სტომატოლოგიის მიმართულებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი -პარასკევი 09:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** სტომატოლოგიური მიმართულების სადაზღვევო შემთხვევების მართვა;
** დაზღვეული პაციენტების ზარალების განხილვა, მათი რეგულირება და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის დადგენა;
** პროვაიდერი კლინიკებისგან მიღებული შესრულებული სამუშაოს ანალიზი;
** დაზღვეულთათვის ასანაზღაურებელი თანხის საფუძვლიანობის განსაზღვრა;
** დამუშავებული ინფორმაციის პროგრამული ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება სტომატოლოგიის მიმართულებით
** (რეზიდენტურასთან/მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი);
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23 აგვისტო, 2019 წელი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |