www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 23 აგვისტო

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. 9
სამუშაო საათები: ორშაბათი -პარასკევი 10:00-18:00;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სტრუქტურული ერთეულების პროგრამული მხარდაჭერა;
** არსებულ პროგრამებში ხარვეზების აღმოჩენა და კორექტირება;
** თანამშრომლებისათვის კომპანიაში არსებულ აპლიკაციებზე წვდომის გაწერა;
** თანამშრომლების მიერ განხორციელებული ოპერაციების კორექტირება;
** მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, განახლება და განვითარება;
** მოთხოვნილი რეპორტების გენერირება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** Transact SQL-ის საფუძვლიანი ცოდნა;
** Microsoft SQL Server Management Studio-ის საფუძვლიანი ცოდნა;
** Microsoft SQL Server Report Builder-ის ცოდნა;
** Microsoft Office პროგრამები სრულყოფილად.

აუცილებელი უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მასალის სწრაფად ათვისების უნარი;
** სამუშაოს ვადის განსაზღვრა და მისი მისი ეფექტურად მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23 აგვისტო, 2019 წელი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |