www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური წარმომადგენელი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

კომპანია "მეამა" დაარსდა 2016 წელს და წარმოადგენს უმსხვილესს ყავის საწარმოს საქართველოში. ჩვენ ვაწარმოებთ ყავას კაფსულებში, მოხალულ მარცვალს და თურქულად დაფქულ ყავას პაკეტებში. სათაო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე.
კომპანიის მიზანია საქართველოში ყავის მოხმარების შესახებ ცოდნის გაზრდა და ყავის მოხმარების არსებული კულტურის შეცვლა მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების გზით. უმაღლესი ხარისხის ყავის წარმოებით კი, ჩვენ შევძლებთ ყავის მოხმარების კულტურის გაზრდას საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში.

ყავის საწარმო აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ტექნიკური წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** ყავის აპარატებთან მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის შესაძლებლობა;
** უპირატესობად ჩაითვლება აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია "B" კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდში და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;

ძირითადი მოვალეობები:

** აპარატების მუშაობის ეფექტურობის მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი;
** უზრუნველჰყოს აპარატების ტექნიკური გამართულობა;
** სრული ინფორმაციის ფლობა აპარატების ტექნიკურ მახასიათებლებზე;
** უზრუნველყოს კლიენტზე ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რაც საჭიროა ** აპარატების ნორმალური ექსპლუატაციის შესანარჩუნებლად;
** შეასრულოს აპარატების გეგმიური შემოწმება და წმენდა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@meama.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკური წარმომადგენელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |