www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმტანი, მზარეული
მომწოდებელი: IOTA Hotels
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA Hotel Tbilisi" აცხადებს ვაკანსიებს მიმტანისა და მზარეულის პოზიციებზე.

"IOTA Hotels" აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

1. მიმტანი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრისათვის მენიუს მიტანა/გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა
** საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ, სტუმრების ინფორმირება
** სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა
** სტუმრის ეფექტური მომსახურება სასტუმრო "იოტას" სტანდარტების მიხედვით
** მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა
** სტუმრის გაცილება და მათი შთაბეჭდილების გაგება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მიმტანის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** რესტორნის მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა
** სასურველია კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა
** აუცილებელია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი.

ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.

2. მზარეული

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუში არსებული/შემავალი კერძების მომზადება
** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე მუდმივი ზრუნვა
** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით
** სასტუმრო "იოტას" სამუშაო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამზარეულოს მწყობრში მოყვანა/სამუშაო გარემოს სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა
** პროდუქტების მარაგის კონტროლი
** კერძისთვის მოსამზადებელი ინგრედიენტების წინასწარი გამზადება
** არსებული პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება
** პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** ხარისხზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 850 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. 10.

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("მიმტანი" ან "მზარეული"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"IOTA Hotels" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |