www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

კომპანია "მეამა" დაარსდა 2016 წელს და წარმოადგენს უმსხვილესს ყავის საწარმოს საქართველოში. ჩვენ ვაწარმოებთ ყავას კაფსულებში, მოხალულ მარცვალს და თურქულად დაფქულ ყავას პაკეტებში. სათაო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე.
კომპანიის მიზანია საქართველოში ყავის მოხმარების შესახებ ცოდნის გაზრდა და ყავის მოხმარების არსებული კულტურის შეცვლა მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების გზით. უმაღლესი ხარისხის ყავის წარმოებით კი, ჩვენ შევძლებთ ყავის მოხმარების კულტურის გაზრდას საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში.

ყავის საწარმო აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა;
** გაყიდვების დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;
** აუცილებელია "B" კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** გუნდურობა;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** პასუხისმგებელია კონკრეტული რეგიონის ან ქსელის გაყიდვებზე და მათი შედეგების ზრდაზე;
** უნდა დაიცვას და ზედმიწევნით შეასრულოს დასახული ბიზნეს მაჩვენებლები(KPI);
** უზრუნველჰყოს დაგეგმილი აქციების წარმატებით განხორციელება მის დაქვემდებარებაში არსებულ ობიექტებში;
** დაიცვას და აკონტროლოს როგორც საფასო პოლიტიკა, ასევე მერჩენდაიზინგის მიმართულება;
** უშუალოდ კლიენტთან მუშაობა და გაყიდვების ოპერაციის სრული ციკლის წარმატებით შესრულება (შეკვეთის ფორმირება; მიღება; თანხის შეგროვება).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@meama.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სავაჭრო წარმომადგენელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |