www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნეო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე. 2019 წელს, ჰიპერმარკეტმა "დომინომ" გახსნა პატარა ფორმატის მარკეტები დიდ დიღომში და ისანში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე, სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე მდებარე ჰიპერმარკეტში.

ძირითადი მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების სტანდარტების/სახელმძღვანელოების შექმნა და პერიოდული განახლება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
** მუდმივი ინფორმირებულობა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით;
** შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანულ კანონში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში საჭირო ღონისძიებების გატარება/დანერგვა კომპანიაში;
** საშიშროებებისა და რისკების განსაზღვრა სამუშაო პროცესის უსაფრთხოდ მიმდინარეობისთვის;
** კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ღონისძიების გატარება;
** სამუშაო სივრცეში არსებული რისკების/საფრთხეების შეფასება;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების კონტროლი;
** კომპანიის სამუშაო ტექნიკის პერიოდული შემოწმება და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სპეციალური ღონისძიებების ინიცირება/გატარება;
** საჭიროების შემთხვევაში ინციდენტის კვლევა, დოკუმენტირება და ანგარიშის მომზადება;
** საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა კომპანიაში შრომის უსაფრთხოების კულტურის დანერგვისა და გამყარების მიზნით;
** თანამშრომელთა პერიოდული ტრეინინგი და ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით;
** საევაკუაციო ღონისძიებების განხორციელება საჭიროების შემთხვევაში;
** ყველა საჭირო ღონისძიების გატარება კომპანიაში უსაფრთხო შრომის პირობების შესაქმნელად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** უპირატესობა მიენიჭება შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული სერთიფიკატის მქონე კანდიდატს;
** შრომის უსაფრთოხების რეგულაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ევაკუაციის დაგეგმვისა და მართვის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინიციატურობა და მოწესრიგებულობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 09 სექტემბერი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |