www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი/ჩამსხმელი
მომწოდებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" აცხადებს ვაკანსიას ავტოგასამართი სადგურის მოლარე-ოპერატორის (ჩამსხმელის) პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში.

გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა (ყოველ სამ დღეში ერთხელ).

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომობილების საწვავით გამართვა;
** კლიენტების ავტომობილების საქარე მინის წმენდა;
** მომხმარებლებისთვის კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება;
** სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ოპერაციების შესრულება;
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** გაწონასწორებული, თავაზიანი;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მქონე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "ავტო-გასამართი სადგურის მოლარე-ოპერატორი" და ის ქალაქი/სოფელი, სადაც გსურთ მუშაობის დაწყება; წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:
თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |