www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: Hotel Hub
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

"Hotel Hub" არის სასტუმროების ონლაინ ჯავშნების პლატფორმა. სრულიად ინოვაციური პროექტი ქართული ტურიზმის, კერძოდ კი ჰოსფითალითი ინდუსტრიაში;

"Hotel Hub" მოიცავს რამდენიმე ასეულ კორპორატიულ პარტნიორს 15+ ქვეყანაში და 100+ სასტუმროს ჯავშნების სისტემაში;

ჩვენი ფილოსოფია მარტივია - ჩვენ გვიყვარს საკუთარი საქმე. ჩვენ ვთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტსა და სიმყუდროვეს ჩვენს სტუმრებს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მართვა;
** რელევანტური, გამართული და ორიგინალური ქონთენთის შედგენა (ტექსტი, ფოტო, ვიდეო) და განთავსება, ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** კომპანიის სოციალური მედია სივრცის ადმინისტრირება;
** მომხმარებლებთან ურთიერთობა ვირტუალურ სივრცეში, მათი ინფორმირება და კეთილგანწყობის მოპოვება;
** კომპანიის რეპუტაციასა და იმიჯზე ზრუნვა;
** სოციალური მედია მენეჯმენტის ტრენდების მონიტორინგი;
** კომპანიის სამიზნე მომხმარებლებისთვის სოციალური კამპანიებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა, მაქსიმალური ეფექტურობით;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - არ არის აუცილებელი ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, პრიორიტეტულია მედია მენეჯმენტის მიმართულებით ჰქონდეს გავლილი მიზნობრივი კურსები;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სოციალური მედია მენეჯერის, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის, ქონთენთ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
** გამართული გრამატიკული წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ახალი ტექნიკური პლატფორმების სწრაფად ათვისების უნარი;
** სოციალური მედია პლატფორმების (Facebook Pixel, Linkedin) პოლიტიკების ცოდნა (Adds Manager);
** პრიორიტეტულია Photoshop, Google Analytics-ის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული, დროის მართვის ძლიერი უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში გამოცდილების მიღების პერსპექტივას;
სასიამოვნო და მყურდო სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას, ინტერესების შესაბამისად;
** სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, გუნდის შეკავშირების მიზნით;

პირობები:

** თანამდებობრივი სარგო: 800-1200 ლარი (ხელზე ასაღები);
** დამსაქმებელი უზრუნველყოფს კანდიდატისთვის ტრენინგ კურსების დაფინანსებას, პროფესიული ზრდის მიზნით;
** სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა და ულიმიტო სატელეკომუნიკაციო პაკეტი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hotelhub.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |