www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი ავეჯის შესყიდვაზე
მომწოდებელი: RDFG
თანდართული ფაილი: 30487_rdfg_tender_furn_3338205.zip
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 23 აგვისტო

ასოციაცია "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია, სოციალური და ეკონომიკური განვითარების გზით, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი თვით-მედეგობის გაძლიერება. ასევე, ადგილობრივი მთავრობისთვის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და სისტემების განვითარებასა და დაგეგმვაში. RDFG მუშაობს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდების ჩართულობა, ინოვაციები და ადვოკატირება. ორგანიზაცია მუშაობს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფთან სერვისებისა და შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნის მიზნით, ასევე, არაპრივილეგირებული ჯგუფების ჩართულობისა და მათი საჭიროებების გამოვლენის უზრუნველსაყოფად.

ასოციაცია "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის", სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს "სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში" - ასე ეწოდება ოთხწლიან პროექტს, რომელიც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ENPARD-ის პროექტის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ადგილობრივ მოსახლეობაში მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა, ასოციაციის მიერ განვითარების პროექტების დაფინანსების გზით. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ასოციაცია აცხადებს ტენდერს ავეჯის შესყიდვაზე.

ტენდერის ტექნიკური სპეციფიკაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

ტენდერის პირობები:

** სატენდერო განაცხადში მოთხოვნილი ავეჯის ჩაბარების ზუსტი ვადების შეთანხმება მოხდება გამარჯვებულ კომპანიასთან;
** გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ავეჯის ტრანსპორტირება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შემავალ სოფლებში;
** ავეჯის ჩაბარება მოხდება ასოციაციის სპეციალური კომისიის მიერ, რომელიც დადასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება განხორციელდება ავეჯის ჩაბარების ადგილას;
** ავეჯის მომწოდებელი კომპანიის შერჩევისას ასოციაცია უფლებას იტოვებს შემოსული სატენდერო წინადადებების შეფასების საფუძველზე შეარჩიოს რამდენიმე კომპანია. მომწოდებელი კომპანიის შერჩევა განხორციელდება ავეჯის მოწოდების და მომარაგების სფეროში გამოცდილების, მოსაწოდებელი პროდუქციის ხარისხსა და შემოთავაზებული განფასებების გათვალისწინებით.


ტენდერში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს. მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტში:

კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის სრული დასახელება;
** საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;
** მისამართი;
** ტელეფონი;
** საბანკო რეკვიზიტები;
** თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი ლარში დღგ-ს გარეშე, და ასევე, საერთო ჯამი ლარში დღგ-ს გარეშე;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** ცნობა საგადასახადო ორგანოდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, მასზედ, რომ არ ხორციელდება კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
** ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 23 აგვისტოს 18:00 საათისა. დაგვიანებული წინადადებები არ მიიღება, ხოლო არასრული წინადადებები არ განიხილება.

სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2019 წლის 27 აგვისტოს 15:00 საათზე. ტენდერში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთაც სურთ დაესწრონ სატენდერო წინადადებების გახსნის პროცედურას, გთხოვთ, შეგვატყობინოთ წერილობით შემდეგ მისამართზე: smalashkhia@rdfg.ge

სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა განხორციელდეს დალუქულ კონვერტში, სამუშაო საათების განმავლობაში, შემდეგ მისამართზე: გ. ისაკაძის (ყოფილი ვაზისუბნის) ქ. 4, თბილისი, 0160. გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ კომპანიის დასახელება და "ტენდერი ავეჯის შესყიდვაზე".

Association Rural Development For Future Georgia (RDFG)
http://www.rdfg.ge
http://www.facebook.com/WWW.RDFG.GE



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |