www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სუპერვაიზერი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

კომპანია "მეამა" დაარსდა 2016 წელს და წარმოადგენს უმსხვილესს ყავის საწარმოს საქართველოში. ჩვენ ვაწარმოებთ ყავას კაფსულებში, მოხალულ მარცვალს და თურქულად დაფქულ ყავას პაკეტებში. სათაო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე.
კომპანიის მიზანია საქართველოში ყავის მოხმარების შესახებ ცოდნის გაზრდა და ყავის მოხმარების არსებული კულტურის შეცვლა მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების გზით. უმაღლესი ხარისხის ყავის წარმოებით კი, ჩვენ შევძლებთ ყავის მოხმარების კულტურის გაზრდას საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში.

ყავის საწარმო აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა;
** გაყიდვების დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 5 წლისა; მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე არანაკლებ 2 წლისა.
** აუცილებელია "B" კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** მიზანსწრაფულობა;
** გუნდურობა და ლიდერობა;
** პასუხისმგებლობა;

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
** 3-6 წარმომადგენლისგან შემდგარი გუნდის მართვა და ზრუნვა მათი შესაძლებლობების განვითარებაზე;
** გაყიდვების პროცესის მართვა, ზედამხედველობა და პრობლემური საკითხების გადაწყვეტა;
** კომპანიის პროდუქციის ბაზარზე დამკვიდრების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სარეკლამო აქტივობების წარმატებით ჩაშვება, რათა დაასტიმულიროს გაყიდვების ზრდა ბრენდ-კატეგორიების და კონკრეტული პროდუქტების ჭრილში;
** დაამყაროს და შეინარჩუნოს ურთიერთობა ყველა არსებულ კლიენტთან/მომხმარებლებთან და ხელი შეუწყოს მომხმარებელთა ბაზის მუდმივ ზრდას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@meama.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სუპერვაიზერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |