www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 9 სექტემბერი

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Persil, Perwoll, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Colgate, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა).

ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.sharm.ge

კომპანია შარმ ტრეიდინგი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)
ხელფასი: ხელზე ასაღები ხელფასი: პირველი თვე- 500 ლარი, მეორე თვიდან - 600 ლარი (მზარდი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება და დასაწყობება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით
** პროდუქციის აგროვება შეკვეთების მიხედვით
** პროდუქციის საწყობიდან გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე
** საწყობის პერიოდულ აღწერებში მონაწილეობის მიღება
** დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება

საჭირო უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაზღვევით და სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@sharmtrading.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |