www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფის-მენეჯერი/დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: დეტი
გამოქვეყნდა: 9 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 აგვისტო

კერძო დაცვის სამსახური "დეტი" 2006 წლიდან წარმატებით საქმიანობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. კომპანია მუდმივად ცდილობს კადრების წინსვლასა და განვითარებაზე. ანხორციელებს მათ პროფესიონალურ გადამზადებას, რაც მიზნად ისახავს კომპანიის და გუნდის შემდგომ გაძლიერებას და გაფართოებას საქართველოს მასშტაბით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერი/დირექტორის თანაშემწე პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30-18:00
ხელფასი: 700 - 800 ლარი

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე არანაკლებ ერთი წლის მუშაობის გამოცდილება
** საოფისე ტექნიკურ მოწყობილობების მოხმარების ცოდნა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა: Word, Excel, Power point, Outlook
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა
** სქესი: მდედრობითი

ძირითადი მოვალეობები:

** კონტროლი გაუწიოს და ხელი შეუწყოს ოფისის გამართულ მუშაობას
** კომპანიის დოკუმენტაციის (ბრძანებები, ხელშეკრულებები, წერილები) დამუშავება, კორექტირება და დაარქივება
** ოფისში შემოსული სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციების მიღება/გაგზავნა
** შეხვედრების და გეგმიური თათბირების ორგანიზება
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

სხვა მოთხოვნები:

** პრეზენტაბელური
** პუნქტუალური
** ლოიალური
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** აქტიური და მოტივირებული
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სიტუაციის სწრაფად შეფასების და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2019 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV აუცილებლად ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv.vacancy90@gmail.com და წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი" და თქვენი სახელი, გვარი.

გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |