www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აბაზანა/კაფელ-მეტლახის შოურუმის მენეჯერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / განცხადების ვადა: 26 აგვისტო

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს.

"ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი".

ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას აბაზანა/კაფელ-მეტლახის შოურუმის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ცოდნა, საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებისთვის შეკვეთების გენერირება, კატეგორიის მენეჯერთან შეთანხმებით
** ასორტიმენტის შერჩევაში აქტიური ჩართულობა კატეგორიის მენეჯერთან ერთად, მოთხოვნადი პროდუქციის და ფილიალის სპეციფიკის გათვალისწინებით
** გაწერილი ასორტიმენტის ნაშთების, რეზერვების მონიტორინგი და საჭიროების მიხედვით, შესაბამისი ქმედებების ინიცირება/განხორციელების ორგანიზება
** წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით, ბაზრის კვლევა, კონკურენტების შესწავლა, წინადადებების ინიციატივების წარდგენა, შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა/განხორციელება
** პროდუქციის რეალიზაციის გაზრდისთვის, საჭირო აქტივობების ორგანიზება
** გაყიდვების გეგმის შესრულების მხრადაჭერა/უზრუნველყოფა
** მარკეტინგული აქტივობების/ აქციების დაგეგმილი აქტივობების ორგანიზება, პროცესის მონიტორინგი
** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, მომხმარებლის კეთილგანწყობაზე ზრუნვა
** გუნდის წევრების მიერ დისციპლინის, სტანდარტების, შიდა რეგულაციების დაცვის და შესრულების მონიტორინგი
** საბონუსე ბიუჯეტის მართვა განაწილება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** გამოცდილება აბაზანა/კაფელ-მეტლახის მიმართულებით
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული
** ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი
** ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მართვის უნარი
** კომუნიკაბელური

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 26 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject4@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |