www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტერმინალების მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / განცხადების ვადა: 26 აგვისტო

"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას ტერმინალების მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი, თბილისი

სამუშაო მოვალეობები

** ქსელში განთავსებული ტერმინალების ხარვეზების გარეშე მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტერმინალების გამართულ და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
** ახალი აპარატის მონტაჟი და ტექნიკურად გამართვა;
** ტერმინალის გაუმართაობის შემთხვევაში, პრობლემის ოპერატიული აღმოფხვრა;
** ტექნიკური ხარვეზების მუდმივი მონიტორინგი და მათი დროული და ხარისხიანი შესრულება;
** აპარატის პროგრამული უზრუნველყოფა (დრაივერების დაყენება, პროგრამების ჩაწერა, სისტემის ინსტალაცია, და სხვა);
** ტერმინალის განსათავსებლად შერჩეულ ადგილის შესწავლა/მომზადება ტერმინალის განსათავსებლად;
** აპარატის ადგილზე განთავსებისას, მისი გამართვა და მონტაჟი;
** ტერმინალზე პროფილაქტიკური/გაწმენდვითი სამუშაოების ჩატარება (ტერმინალის შემოწმება, ვიზუალურად მოწესრიგება);
** ნაწილების და სახარჯი მასალების საჭირო მარაგის განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
** ტერმინალზე ნაწილების შეცვლა/დაყენება და ქსელში ნაწილების შესაბამისი წესით გადაადგილების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო და სხვა მოთხოვნები

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი;
** კომპიუტერებთან და კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ლინუქსის დაწყებით დონეზე ცოდნა;

უნარები

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი;
** კეთილსინდისიერი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კოლეგიალური;

გთხოვთ, არაუგვიანეს 26 აგვისტოსი გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@tbcpay.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და სამუშაო ადგილი.

შპს "თიბისი ფეი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 17 18 19, ელ ფოსტა: info@tbcpay.ge

გაცნობებთ, რომ შპს "თიბისი ფეი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |