www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ოდისეა
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / განცხადების ვადა: 12 სექტემბერი

თუ გსურს დასაქმდე? ხარ აქტიური და შრომისმოყვარე, გყავს საკუთარი ავტომობილი, კარგად მართავ საჭეს და იცნობ შენი ქალაქის ქუჩებს, კომპანია ოდისეა გაძლევს შესაძლებლობას გამოავლინო საკუთარი უნარები და გახდე წარმატებული გუნდის ახალი წევრი.

მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "ოდისეა" 2016 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე. ოდისეას წამყვან ადგილს წიგნის სამომხმარებლო ბაზარზე განაპირობებს უნიკალური გამოცემების რეალიზება და მკითხველებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება.

სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიცია: კურიერი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 700 ლარი (გამოსაცდელ პერიოდში) (საწვავის უზრუნველყოფით)
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წიგნების მიწოდება დანიშნულების ადგილზე;
** თანხის აღება და აღრიცხვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საკუთარი ეკონომიური ავტომობილი მხოლოდ გაზზე (სავალდებულო)
** ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@odisea.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კურიერი), რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |