www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხაჭოს ტექნოლოგის ასისტენტი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / განცხადების ვადა: 12 სექტემბერი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ჩვენი ფერმერი" აცხადებს ვაკანსიას ხაჭოს ტექნოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ხაჭოს ტექნოლოგისგან დღის საწარმოო გეგმის გაცნობა;
** ხაჭოს სახეობებისა და რაოდენობების განსაზღვრის შემდგომ პროპორციული რაოდენობის ნედლეულის აწონვა, მითვლა და გამოტანა ნედლეულის საწყობიდან;
** საწარმოებელი პროდუქციის სახეობიდან გამომდინარე ნედლეულის შერევა/შეზავებაში ხაჭოს ტექნოლოგის დახმარება;
** შეზავებული და განსაზღვრული რაოდენობის ნედლეულის ჩაყრა სახარშ ავზში;
** პროდუქციის სახარშ მანქანებთან მუშაობა ხაჭოს ტექნოლოგის მითითებების შესაბამისად;
** პროდუქტის ხარშვის დასრულების შემდეგ მისი გადატანა მოსამწიფებელ დანადგარში სატუმბის საშუალებით;
** მომწიფებული მასის დასერვა და შრატისაგან გამოყოფის უზრუნველყოფა;
** ამოსატუმბი მილების გადართვა/ჩაკეტვა და გამტარობის მიმართულებების მიცემა ტექნოლოგის მიერ მოწოდებული ინსტრუქტაჟის მიხედვით;
** ტექნოლოგის მიერ მოწოდებული ინსტრუქციების შესაბამისად დაფასოების პროცესის ორგანიზება, პროცესის მონიტორინგი და უშუალო ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის მიმართულებით;
** ხაჭოს წარმოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@nikora.ge; სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |