www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ჯიესენი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / განცხადების ვადა: 12 სექტემბერი

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) არის ბულგარული კომპანია "Daisy Technology"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც 2011 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. ძირითადი პროდუქცია, რომლის მოწოდებასაც ახდენს კომპანია არის ფისკალური მეხსიერების მქონე სალარო აპარატი და ფისკალური პრინტერი, რომელსაც აქვს ავტომატური კავშირი შემოსავლების სამსახურთან. გარდა ამისა ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ პოს სისტემას, შტრიხკოდ მკითხველს, ფულის უჯრას, ელექტრო სასწორს, ფულის მთვლელს, ფულის დეტექტორს და ა.შ. ჩვენ გვაქვს 18 ფილიალი საქართველოს ყველა რეგიონში. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში. მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სრული ტექნიკური მომსახურება ჩვენს ყველა ფილიალში. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასებით, რაც არის კომპანიის მიმართ მომხმარებლის ნდობისა და ლოიალობის გარანტი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ოფიციალურ ვებ-გვერდს www.gsn.ge

"Georgian Service Network - GSN" აცხადებს კონკურსს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად ქალაქ თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი.

ძირითადი მოთხოვნები:

** არ ვითხოვთ 20 წლიან სამუშაო გამოცდილებას
** ჩვენ გვჭირდება, გაყიდვების პროცესების მიმართ სწორი დამოკიდებულების მქონე და მომხმარებელთან ურთიერთობით დაინტერესებული თანამშრომლები.
** სასურველია ინგლისურისა და რუსულის ფლობა; კომპიუტერთან მუშაობის და სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet, e-mail).

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ, 5 საათიან სამუშაო გრაფიკს.
** კვირაში 2 დასვენების დღეს.
** ფიქსირებულ ანაზღაურებას, პლუს გაყიდვებიდან ბონუსი.
** დაწინაურების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.
** მეგობრულ გუნდს და გარემოს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი"-ს ოფისში მომხმარებლების დახვედრა და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
** საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და კლიენტისათვის მიწოდება;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და სერვისების დეტალური შესწავლა და მომხმარებლებისთვის გაცნობა;
** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტების/სერვისების შეთავაზება/გაყიდვა;
** პოტენციურ კლიენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება, რაც შეიძლება უშუალოდ არ იყოს წინამდებარე აღწერაში მითითებული, მაგრამ გამომდინარეობდეს პოზიციის მიზნებიდან.

უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** პრეზენტაციის უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი
** სტრესული სიტუაციებთან გამკლავების უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsn.ge და ელგოსტის სათაურში მიუთითოთ სახელწოდება "გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |