www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთა მომსახურების სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ჯიესენი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / განცხადების ვადა: 12 სექტემბერი

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) არის ბულგარული კომპანია "Daisy Technology"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც 2011 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. ძირითადი პროდუქცია, რომლის მოწოდებასაც ახდენს კომპანია არის ფისკალური მეხსიერების მქონე სალარო აპარატი და ფისკალური პრინტერი, რომელსაც აქვს ავტომატური კავშირი შემოსავლების სამსახურთან. გარდა ამისა ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ პოს სისტემას, შტრიხკოდ მკითხველს, ფულის უჯრას, ელექტრო სასწორს, ფულის მთვლელს, ფულის დეტექტორს და ა.შ. ჩვენ გვაქვს 18 ფილიალი საქართველოს ყველა რეგიონში. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში. მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სრული ტექნიკური მომსახურება ჩვენს ყველა ფილიალში. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასებით, რაც არის კომპანიის მიმართ მომხმარებლის ნდობისა და ლოიალობის გარანტი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ოფიციალურ ვებ-გვერდს www.gsn.ge

"Georgian Service Network - GSN" აცხადებს კონკურსს მომხმარებელთა მომსახურების სატელეფონო ცენტრის ოპერატორის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად ქალაქ თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული შესაძლებლობების განვითარების უზარმაზარ შესაძლებლობებს
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** უწყვეტ სატრენინგო სესიებს.

ვის ვეძებთ?

ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, იკისრონ ისეთი დიდი პასუხისმგებლობა, როგორიც კომპანიასა და მომხმარებელს შორის კავშირის უწყვეტობის შენარჩუნებაა და რაც ყველაზე მთავარია, ამ კავშირის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემომავალი/გამავალი ზარების დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მართვა
** მომხმარებელთან კომუნიკაციის ეფექტურად მართვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** მომსახურების თითოეულ ფაზაში, შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობების აწყობა/მართვა
** პრობლემებისა და დაბრკოლებების, რომელსაც მომხმარებელი შესაძლოა აწყდებოდეს, გამოვლენა და მყისიერი მოგვარება
** გუნდის სხვა წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად
** მომხმარებლის კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა
** მომხმარებლისადმი პოზიტიური, პროფესიონალური დამოკიდებულების განვითარება და შენარჩუნება
** მომხმარებლის საჭიროებაზე დროული რეაგირება
** საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესების მართვა
** მომსახურების ხარისხის ზრდა/შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა.

აუცილებელი მოთხოვნა: მომხმარებელსა და შედეგზე ორიენტირებული დამოკიდებულება.

საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:

** სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მაღალ დონეზე მართვის უნარი
** პრიორიტეტების დასახვის, დროის მართვის და ორგანიზაციის უნარი
** ურთიერთობების მართვის უნარი
** სხვადასხვა ტიპის მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი
** მაღალი დონის პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** პრობლემურ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი)
** ქართული ენა - მშობლიური
** ინგლისური ენა - კარგი
** კომპიუტერის და MS Office-ის ცოდნა.

თუ თვლით, რომ გაქვთ ყველა ის საჭირო უნარი და გამოცდილება აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად, მაშინ გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsn.ge და სათაურში "Subject" მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მომხმარებელთა მომსახურების სატელეფონო ცენტრის ოპერატორი".

GSN-ის გუნდი გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |