www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / განცხადების ვადა: 12 სექტემბერი

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. ჭურჭლის სამრეცხაოს ზედამხედველი
2. ფრონტ ოფისის ადმინისტრაციული ასისტენტი

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" - ამიერკავკასიაში პირველი 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმრო, რომელიც ბაზარზე 1991 წლიდან ფუნქციონირებს, მდებარეობს ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის ცენტრში. ის 2016 წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის - "მერიოტ ინთერნეიშენალის" წევრი გახდა.

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი", რომელიც თბილისის სავიზიტო ბარათად იქცა, 50 მილიონ დოლარიანი ინვესტიციის შედეგად გარდაიქმნა სივრცედ, სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ ისარგებლონ უმაღლესი ხარისხის პროდუქტითა და მომსახურებით. სასტუმრო გაიხსნა 2019 წლის მარტში და მოხარული ვართ გიმასპინძლოთ სრულიად განახლებულ სივრცეში, სადაც გთავაზობთ ფეშენებელურ 220 ოთახს, მათ შორის ქლაბ და ლუქსის ტიპის ნომრებს.

სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფიტნეს და სპა მომსახურებით. ასევე, მათ განკარგულებაშია ახალი რესტორნები, ბარები და ექსკლუზიური ლაუნჯები.

სასტუმროს საკონფერენციო ცენტრი კიდევ უფრო გაფართოვდა. შეხვედრებისთვის განკუთვნილი 12 ოთახი და 2000 კვადრატული მეტრის სივრცე ქალაქში ყველაზე დიდ კონფერენციებს, გამოფენებსა თუ დღესასწაულებს მასპინძლობს.

თუ თქვენ ხართ ამბიციური და ამავე დროს დაინტერესებული გახდეთ "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის" ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე ელფოსტაზე: tamar.abelishvili@sheraton.com. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

განაცხადები მიიღება 12 სექტემბრამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |