www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / განცხადების ვადა: 2 სექტემბერი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თელავი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის პერსონალის ეფექტური მართვა
** სრულყოფილი მომსახურების კონტროლი, კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის მომსახურება და კონფლიქტურ სიტუაციის თავის არიდების მიზნით შესაბამისი ზომების მიღება
** გეგმით გათვლილი გაყიდვების შესრულება
** მაღაზიაში საქონლის განთავსების ორგანიზება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, დისპლეის პროდუქციის სწორი და ეფექტური განლაგება
** მაღაზიების სასაქონლო მარაგების კონტროლი
** ყოველთვიურად მაღაზიის ნაშთის ბრუნვადობის მონიტორინგი (Stock Control)
** დეფექტური მარაგების აღრიცხვა და მართვა პროცედურების შესაბამისად
** საქონლის უკან დაბრუნების, გადაცვლის ან/და გადაწერის ოპერაციების წარმოება
** ხარჯების ოპტიმიზაცია და კონტროლი
** მაღაზიის ვიზუალური მოწესრიგებულობის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებას)
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 (ორ) წლიანი გამოცდილება
** ჯგუფის მართვის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება
** დაგეგმვა და ორგანიზება
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2 სექტემბერი, 2019 წელი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება და ტესტირება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |