www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / განცხადების ვადა: 12 სექტემბერი

მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი" გამოირჩევა აქტიური, პოზიტიურად განწყობილი, მეგობრული გუნდით; ყველაზე კარგი სახელფასო პოლიტიკით კონკურენტულ ბაზარზე და რაც მთავარია, ყოველთვიური კარგი საბონუსე დანამატებით.

ჩვენი მეგობრული გუნდი გელის შენც, შემოგვიერთდი კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე, სახეობებზე, ვადებზე, აქციებზე და ა.შ.
** მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევის პროცესში.
** კუთვნილ სექციაში პროდუქციის მარაგების შევსებაზე ზრუნვა.
** პროდუქციის განსათავსებელ ადგილას წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.

ჩვენს კონსულტანტებს არ მოეთხოვება:

** დარბაზში სისუფთავის დაცვა.
** საწყობიდან ტვირთის გამოტანა.
** სალარო ოპერაციების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 18 წლიდან.
** გამოცდილება სასურველია
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი - 08:00-16:00 და 16:00-24:00
** დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე, ურთიერთშეთანხმებით.
** ანაზღაურება: განისაზღვრება ნამუშევარი საათების მიხედვით, 300-დან 400 ლარამდე + საბონუსე დანამატები.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით: http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2019 წლის 7 სექტემბრისა.

არ დაგავიწყდეთ! სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაოს ადგილმდებარეობა (მაგ.:
"კონსულტანტი - ქუთაისი")



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |