www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: პროექტული
სამუშო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00

ძირითდი პასუხისმგებლობა:

** კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეს-რელიზების, სტატიების და სხვადასხვა საინფორმაციო მასალის მომზადება;
** პრეს-კონფერენციების, მედია-შეხვედრების, ბრიფინგების, სემინარების, პრეზენტაციების მოწყობასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
** წყალმომარაგების შეზღუდვის, სარეაბილიტაციო, საპროფილაქტიკო და სხვა ტექნიკური სამუშაოების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირება მედია-საშუალებების მეშვეობით;
** კორპორაციულ-სოციალური ტიპის პროექტების და სხვადასხვა PR-პროექტების ფორმირება-ორგანიზებაში მონაწილეობა;
** მედია-მონიტორინგის შედეგების ანალიზი, მიღებული ინფორმაციის დამუშავება;
** საიმიჯო, საპრეზენტაციო, სარეკლამო და საანგარიშო ფილმების, ვიდეო და აუდიო რგოლებისა და სხვა სარეკლამო მასალების მომზადებაში მონაწილეობა;
** მონაწილეობა განხორციელებული კამპანიების ეფექტურობის ანალიზში და ანგარიშის მომზადებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია მას-კომუნიკაციის ან საზოგადაოებასთან ურთიერთობის განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მას-კომუნიკაციის თანამედროვე სტანდარტების და საშუალებების ცოდნა;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის პრინციპების სიღრმისეული ცოდნა;
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის ძლიერი უნარ-ჩვევები;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** სამუშაოების დაგეგმვის და კოორდინაციის უნარი;
** ცვალებად გარემოში სწრაფად ორიენტირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არაუგვიანეს 2019 წლის 31 აგვისტოსი.

წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |