www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / განცხადების ვადა: 7 სექტემბერი

მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი" გამოირჩევა აქტიური, პოზიტიურად განწყობილი, მეგობრული გუნდით; ყველაზე კარგი სახელფასო პოლიტიკით კონკურენტულ ბაზარზე და რაც მთავარია, ყოველთვიური კარგი საბონუსე დანამატებით.

ჩვენი მეგობრული გუნდი გელის შენც - შემოგვიერთდი მოლარის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების წარმოება (მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება).
** სალაროსთან განლაგებული პროდუქციის შევსებაზე ზრუნვა.
** სალაროსთან არსებულ სავაჭრო დახლზე სისუფთავის დაცვის კონტროლი.

ჩვენთან მოლარეს არ მოეთხოვება:

** სხვადასხვა პროდუქციის სექციების შევსებაზე ზრუნვა
** საწყობიდან ტვირთის გამოტანა.
** სავაჭრო დარბაზში სისუფთავის დაცვა.

მოლარეს ფინანსური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საკუთარ სალაროსა და განხორციელებულ ანგარიშსწორებაზე.

მოთხოვნები:

** ასაკი: 18 წლიდან.
** გამოცდილება: სასურველია "აპექსის" პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი - 08:00-16:00 და 16:00-24:00
** დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე, ურთიერთშეთანხმებით.
** ანაზღაურება: დამოკიდებულია სამუშაო დროზე (350-440 ლარი).

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით: http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2019 წლის 7 სექტემბრისა.

არ დაგავიწყდეთ! სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაოს ადგილმდებარეობა (მაგ.: "მოლარე - ქუთაისი").



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |