www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / განცხადების ვადა: 12 სექტემბერი

სს "გეფა" აცხადებს ვაკანსიას ციფრული პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** წლიური ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** ციფრული სტრატეგიის მორგება ბაზრის და მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად
** სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვა
** სოციალური ქსელების ფეისბუქი და ინსტაგრამის მართვა, კონტენტის შექმნა და განთავსება
** კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ატვირთვა, ასევე, სხვა აუცილებელი კონტენტის შევსება ვებ-გვერდზე (ფოტოები, ანოტაციები, აღწერილობა);
** Fb-კონტენტისთვის ვიდეო და ფოტო გადაღებებში მონაწილეობა, გადაღებების დაგეგმვა საჭიროების შესაბამისად.
** Pay per click (PPC) კამპანიების მართვა და ოპტიმიზაცია სხვადასხვა paid search და სოციალურ ქსელებში
** ჩატარებული კამპანიების მუდმივი ანალიზი
** "ტრაფიკის" პროგნოზირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** მიზნობრივ ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდა;
** საიტების სტრუქტურის ოპტიმიზაცია, კონტენტის მორგება სხვადასხვა საიტისა და სოციალური მედიისთვის
** წლიური ბიუჯეტის შედგენა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით - მინიმუმ 2 წელი
** SEO პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
** კომუნიკაბელური
** გუნდური მუშაობის უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი; ასევე, აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |