www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: შენი სახლი ჯიქიაზე
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

სამშენებლო კომპანია "შენი სახლი ჯიქიაზე" და "შენი სახლი კიკვიძის ბაღთან" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას. ქ.3
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ. ორშაბათი-პარასკევი ( საჭიროების შემთხვევაში თვეში ორჯერ შაბათი: 11:00 დან 15:00 საათამდე )

მოთხოვნები:

** ასაკი: 21-30 წელი
** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა (ArchiCAD, AutoCAD, Photoshop)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მომხმარებებლთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით)

ფუნქცია/მოვალეობები:

** შეხვედრა მომხმარებლებთან და მათი მოთხოვნების სწორად განსაზღვრა
** ბინის მუშა ნახაზების შედგენა
** მომზადებული ნახაზის შეთანხმება მომხმარებელთან
** სამშენებელო დეპარტამენტისთვის ნახაზების მიწოდება

აუცილებელი უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** გამართულად მეტყველების და წერის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში და ვადებში მუშაობის უნარი.

კანდიდატის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

1. CV-ს განხილვა
2. გასაუბრება

მინიმალური ანაზღაურება: 500 ლარი, კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.jiqiahouse@gmail.com სასურველია, CV-სთან ერთად გამოგვიგზავნოთ თქვენი პორტფოლიო.

დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 1 სექტემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |