www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო გაყიდვების ოფიცერი
მომწოდებელი: ბრიჯ გრუპი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / განცხადების ვადა: 12 სექტემბერი

სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბრიჯ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.
** ხშირი ურთიერთობა სავაჭრო და მომსახურების ობიექტებთან;
** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა, პროდუქტის შეთავაზება;
** მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება
** პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა და მომხმარებლის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
** გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** მომხმარებელთან ურთიერთობის ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმოების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სხარტი აზროვნების უნარი;
** სწრაფად მოქმედების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;

პირობები:

** ანაზღაურების ძირითად ნაწილს შეადგენს საბონუსე სისტემა და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: gbalakhadze@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |