www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფულის ნიშნების დამზადების განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / განცხადების ვადა: 3 სექტემბერი

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის ნაღდი ფულის მიმოქცევისა და ფულის ნიშნების დამზადების განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით

ფუნქცია - მოვალეობები:

** ეროვნული ბანკის მიერ გამოსაშვები ფულის ნიშნებისა და სხვა სარეალიზაციო პროდუქციის დამზადება-შესყიდვისა და მიმოქცევაში გაშვების ოპერაციების უზრუნველყოფა;
** ნაღდი ფულის მიმოქცევის ხარისხის მართვისა და ფულის ნიშნების დამუშავების სფეროს სრულყოფისათვის კონკრეტული ინსტრუმენტების დანერგვასა და რეგულაციების შემუშავებაში მონაწილეობა; ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუქციის, გამოცვლისა და ბრუნვიდან ამოღების საკითხებზე კონკრეტული წინადადებების მომზადება;
** ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებისა და მართვის კუთხით სხვა ცენტრალური ბანკების პოლიტიკის, პროცედურების, სამართლებრივი ნორმების, კანონმდებლობისა და გამოცდილების შესწავლა, არსებულ მდგომარეობასთან შედარება და შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადება;
** საკოლექციო, საინვესტიციო მონეტების დამზადება-რეალიზაციის მიზნით ინფორმაციის მოძიება, სხვა ცენტრალური ბანკების გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და საინტერესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით წინადადებების მომზადება.
** წლიური და კვარტალური ანგარიშების გამოცემისათვის და აგრეთვე ბიუჯეტის შედგენის მიზნებისათვის კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშგებითი ხასიათის ინფორმაციების მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო, ნორმატიული და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიულ სფეროში)
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
** გამართული წერა როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე
** სასურველია პროექტების მართვის საფუძვლების ცოდნა
** MS Word, Outlook, PowerPoint - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

გამოცდილება:

სასურველია ანალიტიკური და პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.

კომპეტენციები:

** გარე ან/და შიდა მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკებების წარმართვა;
** წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადება;
** ცვლილებების ინიცირება და მართვა;
** კრიტიკული აზროვნება;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** შედეგზე ორიენტაცია;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტურობა.

კონკურსის ფორმა:

** წერითი დავალება
** გასაუბრება

თანამდებობრივი სარგო: 2400 ლარი (დარიცხული)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 3 სექტემბრამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ნაღდი ფულის მიმოქცევისა და ფულის ნიშნების დამზადების განყოფილების სპეციალისტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |