www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / განცხადების ვადა: 13 სექტემბერი

ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ზესტაფონში.

მოვალეობები და ფუნქციები:

** სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მმართველობისა და თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან, მასმედიის წარმომადგენლებთან, მჭიდრო თანამშრომლობის და საქმიანი კონტაქტების დამყარების მიზნით აწარმოებს ინფორმაციის ურთიერთგაცვლას. ამ მიმართულებით გაწეული მუშაობის შედეგებზე პერიოდულად აწვდის ინფორმაციას კოლეჯის დირექტორს.
** აწარმოებს პრაქტიკულ საქმიანობას დირექტორთან ჩასატარებელი თათბირების, შეხვედრებისა და სხვა საქმიანი ღონისძიებების ორგანიზებულად წარმართვის მიზნით. დირექტორთან ათანხმებს ღონისძიების გეგმას, დღის წესრიგს, ადგენს თათბირის მონაწილეთა სახელობით სიას, ამზადებს დარბაზს, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მას თვალსაჩინო აგიტაციითა და ტექნიკური საშუალებებით. ღონისძიების მსვლელობის დროს გამოთქმული მოსაზრებების, საქმიანი წინადადებებისა და კონკრეტულ მუშაკებზე მიცემული დავალებების გათვალისწინებით აკეთებს მოკლე ჩანაწერს, რომლის საფუძველზე ადგენს ღონისძიების ოქმს.
** დირექტორის დავალებით ახორციელებს კოლეჯის საქმიანობის რეკლამირებას, უზრუნველყოფს სარეკლამო მასალების (ბროშურები, ტექსტური და სხვა სახის ინფორმაციები) დამზადებას.
** კოლეჯის სხვა მუშაკებთან ერთად ამზადებს წლიურ ანგარიშებსა და მოხსენებების პროექტებს, რომლებიც წინასწარ განსაზღვრულ ვადაში წარედგინება დირექტორს.
** მართავს კოლეჯის ვებგვერდს.
** ორგანიზებას უწევს მიზნობრივი პროგრამების პროექტების მომზადებას და ურთიერთობებს სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
** ასრულებს კოლეჯის დირექტორის ზეპირ ან/და წერილობით დავალებებსა და მითითებებს.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: vacancy@construct2.ge არაუგვიანეს 2019 წლის 13 სექტემბრისა (გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |