www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინგლისური ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / განცხადების ვადა: 13 სექტემბერი

თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღი 1994 წელს დაარსდა და აგერ უკვე 24 წელია წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. სკოლის როგორც შინაარსობრივი, ასვე სტრუქტურული მხარე მკვეთრად განსხვავდება ქვეყანაში არსებული სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან, რაც უფრო საინტერესოს ხდის ჩვენთან დასაქმებას.

სკოლა აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები: ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი (საბურთალო, თოფურიას #2.)

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები: სასწავლო-საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა-ორგანიზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მასწავლებლობის უფლება დიპლომის მიხედვით და ჩაბარებული ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა
** ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი( ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/ საგნების სწავლების მითითებით) და ჩაბარებული ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა
** ვალდორფის პედაგოგიკის სემინარის გავლა
** ჰოსპიტაციის გავლა ჩვენს სკოლაში

დამატებითი უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და მყისიერი რეაგირების უნარი
** სტრესული სიტუაციების მართვა
** ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი

პიროვნული უნარები:

** მოტივირებულობა
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** თბილ და მეგობრულ გარემოს, თანადგომას სამუშაო პროცესის გამართულად და
** ეფექტურად განსახორციელებლად. ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტულ პაკეტს

შერჩევის მეთოდი:

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმეს შემცველ ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი. წერილის სათაურში მიუთითეთ ის ვაკანსია, რომელზედაც აგზავნით თქვენს მონაცემებს(აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ნომერი) და გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე: waldorfschule@waldorfschule.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |